მაკრონი და ზელენსკი პარიზში 16 აპრილს შეხვდებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრინი და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში 16 აპრილს შეხვდებიან. შეხვედრის ძირითადი თემა უკრაინაში მიმდინარე მზარდი დაძაბულობა იქნება, რომელიც რუსეთის მხრიდან საზღვარზე სამხედრო კონტიგენტების მობილიზებამ გამოიწვია.

დღესვე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უკრაინასა და მის საზღვარზე პროვოკაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ასევე, დღეს, 13 აპრილს რუსეთის სააგრეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთი თავის ინტერესებს და რუსულენოვან მოსახლეობას ყოველთვის და ყველგან დაიცავს.

banner
წინა სტატიაშიJohnson & Johnson-მა ევროპისთვის ვაქცინის მიწოდება დროებით შეაჩერა
შემდეგი სტატიაკვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია