საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
ამის შესახებ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ უკრაინაში მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმაც, რომელიც მალე ვაშინგტონს ეწვევა.