მაკრონი ბაიდენზე – გენოციდის მსგავს ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი

“დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან”. – ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის კითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ “გენოციდის” გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად.

“მე მინდა, შეძლებისდაგვარად, გავაგრძელო მცდელობა ომის გასაჩერებლად და მშვიდობის აღდგენისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება”. – თქვა მაკრონმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზისა და ნავთობის ტარიფებზე საუბრისას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა.

“თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, საწვავის ავზის შევსება, არცერთი მათგანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომის დაწყებას და სხვა ქვეყანაში ჩაიდენს თუ არა გენოციდს. პუტინის მიერ გაზსა და ნავთობზე ფასის გაძვირების საპასუხოდ, მე გავეცი განკარგულება, რომ დღეში მილიონი ბარელი ნავთობი სტრატეგიული რეზერვიდან მოვიხმაროთ”. – მიმართავს ბაიდენი ამერიკელ ხალხს.

წინა სტატიაშიკახა კალაძე: თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედი ქსელის დახვეწისთვის საჭირო სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს
შემდეგი სტატიაალექსი არესტოვიჩი – 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფები, რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად, „აზოვის“ ბატალიონს შეუერთდნენ