მაკრონი: აშშ-ს ირანთან შეთანხმებიდან გასვლა ომის საშიშროებას ქმნის

საფრანგეთის პრეზიდნეტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეთანხმებიდან გასვლა, რომელიც 2015 წელს მსოფლიოში წამყნმა სახელწმიფოებმა ირანთან დადეს, ომის დაწყების საშიშროებას ქმნის. “შესაძლებელია, პანდორას ყუთს მოვხადოთ თავი. შესაძლებელია ომი დაიწყოს” – განაცხადა მაკრონმა გერმანულ “შპიგელთან” საუბარში. “არ ვფიქრობ, რომ დონალდ ტრაპმს ომი უნდა” – დაამატა მაკრონმა. აპრილში, როცა მაკრონი და ტრამპი შეხვდნენ ერთმანეთს, მაკრონი შეეცადა ტრამპი დაერწმუნებინა რომ არ გასულიყო შეთანხმებიდან. იმავე პოზიციაზე არიან გერმანია, ბრიტანეთი და გაერო.
ირანის პრეზიდენტი კატეგორიულ უარს ამბობს ხელშეკრულების გადახედვაზე და ამბობს, რომ მსგავსი მოქმედებები არაკანონიერია. ის გაფრთხილებას იძლევა, რომ აშშ ინანებს ატომური შეთანხმების გადახედვას, ინანებს ამაზე, როგორც ისტორიულ შეცდომაზე – თქვა ჰასან როუხანიმ ირანის ტელევიზიით გამოსვილისას.

banner
წინა სტატიაში“მივმართავ გია მიქელაძეს, დამშეულ საქართველოში ღმერთმა მილიონერი გაგხადა, არ გყოფნის?
შემდეგი სტატიაბერა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს მიმართავს