მაკრონი აშშ-ს და ბრიტანეთს მოუწოდებს ვაქცინები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ

მაკრონი აშშ-ს და ბრიტანეთს მოუწოდებს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინები

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა ღარიბ ქვეყნებს გადაუნაწილონ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და აშშ და ბრიტანეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ასეთ გადაცემას ბლოკავენ.

“პირდაპირ ახლა რა პრობლემა დგას? ეს მთლად ინტელექტუალურ საკუთრებაზე არ არის, თქვენ შეგიძლიათ ის გადასცეთ ლაბორატორიას, რომელმაც არ იცის როგორ აწარმოოს. პირველი პრობლემა – ეს დოზების გავრცელებაა. ვაქცინის გავრცელების მეორე პრინციპია არ დაბლოკოთ ვაქცინის ინგრედიენტები და ვაქცინა, დღეს ანგლოსაქსები მრავალ ინგრედიენტს და ვაქციონას ბლოკავენ” – მაკრონმა თქვა.
მან არა ერთხელ გააკეთა მოწოდება, რომ ვაქცინა გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთედ უნდა ითვლებოდეს და რომ უფრო მდიდარი ქვეყნები ღარიბ ქვეყნებს უნდა ეხმარებოდნენ ვაქცინის ყიდვაში.

აპრილში საფრანგეთმა მავრიტანიას 100 ათასი დოზა ვაქცინა გადასცა.

აშშ-ს წინადადებას, ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრება მოიხსნას, ევროკავშირმა უპასუხა, რომ განიხილავს. ამავე დროს, გერმანიამ უარყო აშშ-ს იდეა და განაცხადა, რომ ვაქცინის გლობალური უკმარისობა გამოწვეულია არა ვაქცინების პატენტებით, არამედ, მათი არასაკმარისი წარმოებით.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში შშმ პირების შესახებ საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შემდეგი სტატიაგაწვრთნილი ფუტკრები კორონავირუსს წამებში ცნობენ