33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

მაკრონი – აშშ-ის და ირანის შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს დაასრულებს და ეკონომიკურ არასტაბილურობას აღმოფხვრის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-ის და ირანის სამშვიდობო  შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს დაასრულებს და ეკონომიკურ არასტაბილურობას აღმოფხვრის.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰორმუზის სრუტეში გადასახადის გარეშე გავლა ამ შეთანხმების ქვაკუთხედია და ეს ახლავე იწყება“, – განაცხადა მან.

მაკრონის თქმით, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზება ჰორმუზის სრუტეში მონიტორინგის შესახებ, საზღვაო ნაკადების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ევიანში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ და მისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობენ ხელს.

მაკრონის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის „ძალათა ბალანსი“ შეიცვალა, უკრაინის ძალები ახლა „წინ მიიწევენ, ხოლო რუსეთი უკან“.

banner
წინა სტატიაში“ხალხმა თანხა წყალში გადაყარა” – თეთრაძე ტუროპერატორების რეგისტრაციის წესის ცვლილებაზე
შემდეგი სტატიაგოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ “ფორმულას” წინააღმდეგ ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო