მაკრონი – არასდროს ყოფილა ევროპული არჩევნები ასე მნიშვნელოვანი, როგორც ახლა, რადგან ევროპაში ომია, კლიმატის ცვლილება, ჩვენს დემოკრატიას მზარდი უკიდურესობებიც ემუქრება

არასდროს ყოფილა ევროპული არჩევნები ასე მნიშვნელოვანი, როგორც ახლა, რადგან ევროპაში ომია, კლიმატის ცვლილება, ჩვენს დემოკრატიას მზარდი უკიდურესობებიც ემუქრება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, თუ ევროპა თავდასაცავად ყველაფერს არ გააკეთებს, მის არსებობას საფრთხე დაემუქრება

„გვაქვს განცდა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, როცა ვხედავ მაჩვენებლებს და ა.შ. თუმცა არასდროს ყოფილა ევროპული არჩევნები ასე მნიშვნელოვანი, როგორც ეს ახლაა, რადგან ევროპაში არის ომი, კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტი. ჩვენს დემოკრატიას მზარდი უკიდურესობებიც ემუქრება. ევროპა შეიძლება მოკვდეს, რადგან თუ ევროპა გულუბრყვილო იქნება, თუ ევროპა ყველაფერს არ გააკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას და ინვესტიცია ჩადოს ზრდის ახალ მოდელში, ის წაიშლება. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ხალხი ეგუება უკიდურესობას და ამბობს: „ეს არც ისე ცუდია“, მაგრამ თუ უკიდურესობა გაიმარჯვებს, ეს იგივე ევროპა არ იქნება და ხალხი ამას ვერ აცნობიერებს”, – განაცხადა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაშიტუსკი – ევროკავშირის არჩევნები პოლონეთის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია
შემდეგი სტატიაშსს – მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილ-მაისში საქართველოდან უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე გააძევა