მაკფოლი – საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, ჩვენი დახმარება არაა უფასო ლანჩი

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკ მაკფოლი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საერთაშორისო პარტნიორების რექციებსა და შემქნილ კრიზისზე გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრობს.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე აჩვენა, რომ სანქციების დაწესების არ ეშინია და უკან არ იხევს. მაკფოლი აღნიშნავს, რომ ამერიკამ მთელი არსენალი უნდა გამიყენოს, ხოლო კითხვაზე თუ რა შედის ამ არსენალში სანქციების გარდა, პასუხობს:

“მე ძალიან მინდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესში, წარმომადგენელი ჰყავდეს ევროკავშირის დელეგაციაში, რათა ჩანდეს, რომ ჩვენ ერთად ვართ დემოკრატიის დაცვის საქმეში. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი დახმარება პირობითია. ეს არ არის უფასო ლანჩი და ჩვენ გვაერთიანებს ფასეულობები და პრეზიდენტმა ბაიდენმაც უფრო მკაფიო სიგნალები უნდა გაიშვას და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ნეიტრალური”, – თქვა მაიკ მაკფოლმა.

მაკფოლი აღნიშნავს, რომ ეფექტური იქნება საქართვლოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის და ამერიკის ერთიანი ფრონტი მუშაობდეს, მისივე განცხადებით, შეიძლება საქმეში ბრიტანელებიც ჩართონ, რადგან ისინი ევროკავშირის წევრები აღარ არაინ.

“ნატოში გაერთიანების ყველაზე მთავარი წინაპირობა არის ის, რომ ქვეყანაში იყოს ჩამოყალიბებული ლიბერალური დემოკრატია. ახლა საქართველოში ასეთი რამ არ არის. ამიტომ, ყველამ, ვისაც სურს საქართველოს უსაფრთხოება, უნდა შეიწყოს ხელი ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციას”, – აღნიშნა მაკფოლმა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის ეპარქიაში მწვავე დაპირისპირებაა (ვიდეო)
შემდეგი სტატიანათელაშვილი – ყველა პარტია ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებზე ხელისუფლებიდან არ უნდა იყოს წარმოდგენილი ირაკლი ღარიბაშვილი