მაკფოლი: ქართველებო, თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ

რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი და აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი ქართველ ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ ისინი “პრორუს ლიდერებს ცუდი მიმართულებით მიჰყავთ”.

მაიკლ მაკფოლი ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ქართულ ოცნებას მოუწოდა, გაიწვიოს ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონი, რომელიც “ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს”.

“მიდით ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა. თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ მომდევნო ბელარუსი გახდეთ? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ”, – წერს ის.

banner
წინა სტატიაშითბილისი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს
შემდეგი სტატიასაქართველოში British Airways შემოდის და თბილისი-ლონდონის მიმართულებით კვირაში 4-ჯერ იფრენს