მაკკეინმა ალეპოს დაცემაში ობამა დაადანაშაულა

,,ალეპოს დაცემა ბარაკ ობამას წარუმატებელი პოლიტიკის შედეგი იყო,, აცხადებს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი.
მაკკეინის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს თავისი წილი როლი უნდა შეესრულებინა სირიის მოვლენებში, ამერიკელები თეთრი სახლის არასწორი პოლიტიკის წყალობით სეირის მაყურებლებად დარჩნენ.
,,პრეზიდენტი ობამა სირიის რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ სისასტიკეებზე და უსამართლობაზე გამუდმებულად საუბრობდა… თუმცა საუბრის გარდა არც არაფერი გაუკეთებია ამის საწინააღმდეგოდ. მაშინ როდესაც ქალები და ბავშები, საავადმყოფოები და პურსაცხობები, ბარელურ და სხვა სახის ,,ჭკვიან,, ბომბებს ეწირებოდნენ… ჩვენ სეირის მაყურებლის როლში დავრჩით,, განაცხადა მაკკეინმა ამერიკულ მედიასთან საბარში.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ბატონი მიხეილი პირდად ეძახის თანაპარტიელებს გარიგებულებს და ყოფილ თანაგუნდელებს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: სოფ.დიღმის პოლიციის უფროსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა