მაკკეინი: თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება

უწინ ღორები დაიწყებენ ფრენას, ვიდრე მინსკის შეთანხმება შესრულდება

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.

ამის შესახებ მან სოფელ ხურვალეთში განაცხადა და მოსახლეობას ახალი წელი პირადად მიულოცა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს კონგრესი და ადმინისტრაცია ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მხარდაჭერას განაგრძობენ. კონგრესისა და სენატის პოზიცია არ შეიცლება. კვლავ ვიმუშავებთ, რომ საქართველოსადმი მხარდაჭერა, ქართული ჯარის წვრთნები გაგრძელდეს. ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მადლობლები ვართ ქართველი ხალხის მათი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის.

მადლობელი ვართ ქართველი სამხედროების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა რადგან უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

ამერიკელმა სენატორმა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უკვე გამართა. მხარეებმა საქართველოსა და შეერთებული შტატების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა
შემდეგი სტატიაახალი ავტობუსები N51 მარშრუტზე გავიდნენ