მაკკეინი ახალ პრეზიდენტს მოუწოდებს არ ენდოს პუტინს

15128790_676804842479706_729097316_nრესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ არ ენდონ პუტინს, რომელმაც თითქოსდა აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა.
ჯონ მაკკეინი, აშშ-ს ახლად არჩეული თანაპარტიელი პრეზიდენტისადმი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მილოცვას გამოეხმაურა, სადაც რუსეთის პირველი პირი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილს გამოთქვამდა.
..ამ განცხადებებს ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ზუსტადი იმდენად, რამდენადაც ყველა დანარჩენ ნათქვამს ,,კაგებეს,, ყოფილი აგენტისა, რომელმაც თავისი ქვეყანა ტირანიაში ჩაძირა, რომელიც კლავდა პოლიტიკურ ოპონენტებს, თავს ესხმოდა მეზობელ ქვეყნებს, ემუქრებოდა ამერიკის მოკავშირეებს და ცდილობდა აშშ-ს არჩევნებში ჩარევას,, განაცხადა მაკკეინმა

banner
წინა სტატიაშიISIS-ის თვითმკვლელებმა ავღანეთის პრეზიდენტის დაცვის წევრები მოკლეს
შემდეგი სტატიაუკრაინამ საკუთარი წარმოების ახალი რაკეტა გამოსცადა (ვიდეო)