მაყუჩიანი იარაღით შეიარაღებულ მკვლელს ბახილები და ხელთათმანები ეცვა – ბიზნესმენ კახიძის მკვლელობის ახალი დეტალები

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “კურიერის” ინფორმაციით, პირი, რომელმაც კახიძე მოკლე ორი იარაღით იყო შეიარაღებული და ორივე მათგანი – “მაკაროვი” და “ბერეტა” ამოღებულია. არსებული ინფორმაციით, ერთ ერთი იარაღი მაყუჩიანი იყო. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელს ფეხზე ბახილები ეცვა და ხელთათმანები ეკეთა. სავარაუდოდ,მას ბინაში მყოფი დამხმარე ქალის მოკვლაც სურდა, რადგან ის კახიძის მკვლელობის მოწმე გახდა,თუმცა არსებული ინფორმაციით, მკვლელს ტყვიები დაუმთავრდა.
დამხმარე ქალს მსუბუქი ჭრილობა მაინც აღენიშნება და ის გუშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოხდა მისი დაკითხვაც.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს. კახიძის ახლობლები ამბობენ, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და არაოფიციალურად ის ბიზნესწილებს უკავშირდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კახიძე, რომელიც შპს “ვარკეთილი 96”-ის მეწილე იყო, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ე.წ. ბინზნესგარჩევაშიც მონაწილეობდა.
ამ დროისათვის კი მკვლელობის ადგილას, ბიზნესმენის საცხოვრებელ ბინაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მომხდარზე შსს-მ საქმე 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
არსებული ინფორემაციით, ბიზნესმენ ნუგზარ კახიძეს 7 ტყვია აქვს მოხვედრილი

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმე – მთავარი პროკურატურა მეორე წელია გამოძიებაში დახმარებას უცხოეთიდან ელის
შემდეგი სტატიამუხათწყაროს მიმდებარედ 110 ძირი ხის მოჭრა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – ბითაძე