“მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ” – ელენე ხოშტარია

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე – ასე ეხმაურება პარტია „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ 20 ივნისის საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება, დაზარალებულების გაუტეხელობის დიდი დამსახურებაა

ხოშტარიას თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება, გარდა 20 ივნისისა, არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის.

მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ – წერს წერილში პატიმარი პოლიტიკოსი.

“სამართალს ვერ გაექცევი, ამის ყოველთვის მჯეროდა და ეხლაც მჯერა. მახსოვს ყველა “ქოცის”, ყველა პროპაგანდისტის ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, უტიფრობა, “გაპრავება”, დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე როგორ იზეიმა სიმართლემ სტრასბურგის სასამართლოში.
20 ივნისის საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება, დაზარალებულების გაუტეხელობის დიდი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნის საიას და ყველა იურისტს, ვინც ამ საქმეზე იმუშავა.
გარდა 20 ივნისისა, ეს გადაწყვეტილება არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის – სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე. ეს არის ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკური იარაღი, რომელსაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ, მათ შორის, ქიმიური იარაღის საქმეში.
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე
12/12/2025”, – წერს ელენე ხოშტარია.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ცნობისთვის, 2019 წლის 20-21 ივნისის (გავრილოვის ღამე) დარბევის შედეგად დაზარალებული საქართველოს 26 მოქალაქის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.

დაზარალებულების უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა“.

banner
წინა სტატიაში“თბილსერვის ჯგუფიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულმა პირმა, კალაძის უწყებას სასამართლო დავა მოუგო
შემდეგი სტატიაპროტესტი საგანმანათლებლო რეფორმას – თსუ-ს მე-8 კორპუსთან აქცია მიმდინარეობს