მე მახსოვს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის პროტესტი

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო “ქართული ოცნების“ განცხადებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ბედავს და ახსენებს გირგვლიანის საქმეს და ამავდროულად, აწინაურებს მოსამართლე მურუსიძეს. ახსენებს გირგვლიანის საქმეს და აბსოლიტურად ყველა პროკურორს, რომლებიც წინა ხელისუფლებას ემსახურებოდა თანამდებობებზე ტოვებს და ხშირ შემთხვევაში აწინაურებს.

მამუკა, შენც მინდა, მოგმართო და ასევე ,,ოცნებასაც“. მამუკა, სად იყავი მაშინ, როდესაც ვაპროტესტებდით გირგვლიანის საქმეს და სხვა ბევრ უკანონობას, რომლებსაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა? სად იყვნენ, იმ დროს ნაციონალი და ახლა ,,ოცნებაში“ გადმოპორტირებული შენი თანაპარტიელები, რომლებიც გირგვლიანის საქმის მიმდინარეობისას აქტიურად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ცვლილებებში, რათა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. საინტერესოა, ისინიც უერთდებიან ამ განცხადებას? თქვენ ის პოლიტიკური გუნდი ხართ, რომლისთვისაც გირგვლიანის საქმის ადვოკატი არის პოლიტიკურად მიუღებელი, ხოლო მურუსიძე და ადეიშვილის საპროკურორო სისტემა თქვენთვის მისაღებია და ორგანულად თქვენია“.

ლევან სამუშიას მიაჩნია, რომ სრულიად აბსურდულია ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან საუბარი ადამიანის ღირებულებებსა და უფლებებზე:

,,როგორც დღევანდელი განცხადებიდან გავიგეთ, თურმე ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაცხადებული ღირებულება ყოფილა ადამიანი. სასაცილოა ეს ყოველივე. სასაცილოა, როდესაც ,,ოცნება“ გვეუბნება, რომ მურუსიძის სასამართლო და ადეიშვილის პროკურორები დაიცავენ ადამიანის უფლებებს და ამით ისინი ამაყობენ.

,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია არასწორს უწოდებს მამუკა მდინარაძის მიერ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ნეგატიური კუთხით წარმოჩენას გირგვლიანის საქმესთან მიმართებაში:

„ოცნების“ განცხადებაში ძლიერ იგრძნობა საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვება. სირცხვილია პრეზიდენტ მარგველაშვილის ნეგატიური კუთხით დაკავშირება გირგვლიანის საქმესთან იმ პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს „პორტირებულ პოლიტიკოსთა კრებული“. მე მახსოვს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის პროტესტი წინა ხელისუფლების დროს და ასევე მახსოვს „პორტირებულების“ და „ჩუმადმყოფების“ პოზიცია.

თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ქვეყანაში ,,ყვარყვარიზმი“ მძვინვარებს. ,,ყვარყვარიზმის“ პირობებში ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი არ გააჩნია“., – ნათქვამია ლევან სამუშიას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: ლორა ტორნტონის განცხადება მთლად კორექტული არ იყო
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაციისათვის 462 ათასი ლარი დაიხარჯება