“მახსენდება ერთი ანეკდოტი, მოიტა ნასოსიო” – მურუსიძე მოსამართლე ნაზღაიძის საქმეზე

ეს სიტუაცია მაგონებს იმ ანეკდოტს,,მოიტა ნასოსი რომაა”-აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძე ნატა ნაზღაიძის საქმეზე საუბრისას. მისი თქმით, მას აქვს ნანახი დოკმენტები და იმ აჟიოტაჟზე, რაც ბოლო დღეებშია ატეხილი, თითქოს მოსამართლემ მილიონი ლარი ქრთამად აიღო მურუსიძეს ანეკდოტი ახსენდება და აცხადებს, რომ ეს კამპანია ემსახურება ნაზღაიძის დისკრედიტაციას.

“საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ არც მის ოჯახს ეს მილიონი არ მიუღია. საუბარი არის როგორც ითქვა ჩოხელზე, მე რაც ვნახე დოკუმენტები. მახსენდება ერთი ანეკდოტი, რომ არის მოიტა ნასოსიო. რამდენჯერაც ეუბნები ადამიანს, რომ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და მე დარწმუნებული ვარ და სრულიად გულწრფელად ვაცხადებ, რომ რა დოკუმენტებიც მე ვნახე, ნატა ნაზღაიძეს, მითუმეტეს ქრთამის სახით მილიონი ლარი და საერთოდ არაფერ შუაში არ არის ნატა ნაზღაიძე და მაინც გამოდიან ადამიანები და იძახიან მოსამართლეს მისცეს ქრთამი. აი იმაში რომ არის ხომ გითხარით რა, მომეცი ნასოსიო და არა მაქვს ნასოსიო და მომეცი ნასოსიო. სულ იმას ლაპარაკობენ, ნატა ნაზღაიძემ აიღო მილიონი,“ – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილ სამხედროსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპატრიარქის ოპერაცია დასრულდა – პირველი ინფორმაცია ბერლინიდან