- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
„შე მახინჯო!“ – ასე მიმართა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინსიტრმა თავდაცვის მინისტრს
მნიშვნელოვანი
- „შე მახნჯო!“ - ასე მიმართა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინსიტრმა თავდაცვის მინისტრს
სხვა სტატიები
პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინსიტრმა, რადოსლავ სიკორსკმა რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ანტონ მაცერევიცს „მახინჯი“ უწოდა.
„ბატონო თავდაცვის მინისტრო, შე მახინჯო, მიუთითე ციტატა, მე როდის ვთქვი, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ნატოს წევრი გახდება?“ – დაწერა ყოფილმა მინისტრმა საკუთარ „ტვიტერზე“.
სამხედრო უწყებამ განმარტა, რომ მაცერევიჩმა, უბრალოდ, სიკორსკის გამონათქვამის შინაარსი დააფიქსირა, – იუწყება TVN24.
„თქვენ ნამდვილად ვერ ხედავთ განსხვავებას წინადადებებს შორის: „რუსეთს შეუძლია, გახდეს ნატოს კანდიდატი“ და „რუსეთი მალე ნატო-ს წევრი გახდება“? – კითხულობს ყოფილი მინისტრი.
11 მაისს, სეიმში მაცერევიჩმა ყოფილი მთავრობის მოღვაწეობა გააკრიტიკა და აღნიშნა: „რა გაგიკეთათ პოლონეთმა ისეთი, რომ დაუცველად დატოვეთ? რა უნდა მომხდარიყო ისეთი შეიარაღებულ ძალებში, თქვენს თავებში, რომ მაშინ, როცა კონფლიქტი მოახლოებული იყო, რაც ყველაზე საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენ რუსეთის მხრიდან უსაფრთხოებაზე საუბრობდით, საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამტკიცებდა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრი გახდება?“ – იკითხა თავდაცვის მინისტრმა.