მახინჯაურში, ზღვაში, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა იპოვეს.
მასალას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
როგორც მთავარს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, გასაღებას გულისხმობს.














