19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

მახინჯაურში, ზღვაში ნაპოვნი, სავარაუდო, საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო

მახინჯაურში, ზღვაში ნაპოვნი, სავარაუდო, საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნი მასალა ექსპერტიზაზეა გადატანილი, რომლის დასკვნის საფუძველზეც დადგინდება მისი სახეობა და წარმომავლობა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა
შემდეგი სტატიაკოშტა – რუმინეთის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს