მახინჯაურში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 6 ადამიანს დაეჯახა

მახინჯაურში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 6 ადამიანს დაეჯახა. გარდაიცვალა 3 ადამიანი, 3 კი დაშავდა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მძღოლი დაკავებულია. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშინავთობკომპანია “ფრონტერა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაკომპანია „ზეგ“-ი განცხადებას ავრცელებს