„ქართული ოცნების“ წევრი, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ზოგიერთი ევროპული მთავრობა მთლიანად არის აცდენილი საკუთარი მოსახლეობის სურვილებს, რეალობას მოწყვეტილია
„ის, რაც დღეს, მათ შორის, ბრიტანეთის მთავრობაში ხდება, ამის კარგი დემონსტრირებაა. როდესაც შენ მოწყვეტილი ხარ საკუთარ მოსახლეობას, ადრე თუ გვიან დადგები მსგავსი ტიპის კრიზისის ფონზე. ამიტომ, ნაცვლად საქართველოს საქმეებში ხელების ფათურისა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას თუ ხელისუფლებას ჭკუა ასწავლონ და გაკვეთილები წაუკითხონ ზოგად ფასეულობებზე, საკუთარ ქვეყანას მიხედონ. ასე თავისი ქვეყნისთვისაც მეტ სიკეთეს გააკეთებენ და საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებისთვისაც უფრო კარგს გააკეთებენ“, – განაცხადა მახაშვილმა.

















