20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

მახაშვილი: ბრიუსელმა დემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოიხსნა

„ბრიუსელმა დემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოიხსნა და გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მიზანი არის არა მედიის დაცვა, არამედ მედიის შეზღუდვა და არასასურველი ხმების ჩახშობა“, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე ტელეკომპანია „იმედისთვის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ ერთი წლით აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე.

„ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა, ბრიუსელმა საბოლოოდ ჩამოიხსნა თავისი დემოკრატიულობის ნიღაბი. რეალურად, გამოჩნდა, რომ ფარსი ყოფილა მოწოდებები და რეზოლუციებში ჩანაწერები დემოკრატიის, მედიაპლურალიზმისა და მედიათავისუფლების დაცვაზე. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო ევროპული სტანდარტი არის არა მედიათავისუფლება და მედიისთვის მაქსიმალური შესაძლებლობის მიცემა, არამედ პირიქით, მედიის შეზღუდვა, არასასურველი ხმების გაჩუმება და გარიყვა.

ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე, რომელიც ბრიუსელს ჰქონდა და აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არანაირი მედიაწესი არ უნდა არსებობდეს, და ესა თუ ის მედია ზღვარგადასულ დეზინფორმაციას ავრცელებდეს. მათ არ უნდა გაეკარო და ამ პროცესში არც კი უნდა ამხილო, სანაცვლოდ, როდესაც ელემენტარულ ინტერვიუს მოთხოვნასა და ჩაწერაზეა საუბარი, თურმე ამის გამო მედიას ერთი წლით უნდა შეუზღუდო აკრედიტაცია. ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით, ბრიუსელმა თავისი დემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოიხსნა და გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მიზანი არის არა მედიის დაცვა, არამედ მედიის შეზღუდვა და არასასურველი ხმების ჩახშობა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: ვცდილობთ გავაგებინოთ, მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეებს, რომ ეს არის უფსკრული საითაც მიაქანებენ დღეს ევროკავშირს
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: ანექსია მიმდინარეობს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მდუმარე მხარდაჭერით