“ილიას ჩემნაირი ტატუები აქვს, იმავეს ამბობს, იგივე მოძრაობებს აკეთებს. იგივე მოძრაობებს აკეთებს. აწონვაზე ჩემსავით ყვირილსაც კი აპირებდა. მე ვიცოდი რომ ეს დაემართებოდა. ვიცოდი, უბრალოდ მისი ვარჯიშის ყურებით.
მე ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. ოქტაგონზე სისხლი მხოლოდ ერთხელ წამომივიდა. ასე რომ, მსგავს მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. ის მაგრად მიბეგვეს და ამიტომაც დანებდა. ახლა ნამდვილად ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მას საკუთარი თავისთვის ბევრი კითხვის დასმა მოუწევს. შეძლებს ამას? ვფიქრობ, კი. მჯერა, რომ ის ამას მოახერხებს. მას ექნება შესაბამისი მოტივაცია და დიდ წარმატებას ვუსურვებ” ,_ თქვა კონორ მაკგრეგორმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.















