მაკედონიის პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

მაკედონიის პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

მაკედონიის პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა – ინციდენტი დღეს მაკედონია-საბერძნეთის საზღვარზე, იდომენის რაიონში მოხდა.
მიგრანტები მაკედონია-საბერძნეთის საზღვარზე აღმართული ბარიკადებიდან ცდილობდნენ გადასვლას.
თებერვლიდან საზღვარზე დაახლოებით 11 ათასი მიგრანტია შეგროვილი.
თებერვლიდან მაკედონიამ საკუთარი საზღვარი დაკეტა ავღანელებისათვის, ასევე, სირიისა და ერაყის მკვიდრებისათვის სპეციალური საშვი დააწესა. სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის და მაკედონიის მთავრობები საკუთარი საზღვრის გადაკვეთის უფლებას დღე-ღამეში მხოლოდ 580 მიგრანტს აძლევენ.

banner
წინა სტატიაშიდაკარგული მეზღვაურები სიტყვა “help”-ით იპოვეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფაქტს „ფეისბუქში“ გამოეხმაურა