მაკედონია საბერძნეთთან ახალ კედელს აშენებს

მაკედონია საბერძნეთთან ახალ კედელს აშენებს

მაკედონია საბერძნეთთან ახალ კედელს აშენებსმაკედონიამ საბერძნეთთან ახალი კედლის აშენება დაიწყო. დღეს დილიდან ჯარისკაცებმა უკვე აშენებული კედლის გასწვრივ მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. მისი სიგრძე 37 კილომეტრი იქნება.

უკანასკნელი დღეების მანძილზე, მაკედონიის შსს-ს მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 2800 ლტოლვილი შევიდა, რომლებიც ავსტრიასა და გერმანიაში გაემგზავრნენ. მათ შორის მესამედი ბავშვია.
ავსტრიამ საბერძნეთს, რომელიც შენგენის წევრი ქვეყანაა, მოუწოდა ევროკავშირის შიდა საზღვრები დაიცვას და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამუშავდება გეგმა, რომელიც მაკედონიის შიდა საზღვრების დაცვას ეხება.

banner
წინა სტატიაშიThe Telegraph: ბრიტანეთი რუსული აგრესიის მოლოდინში წვრთნებს ატარებს
შემდეგი სტატიაპუტინი და სხვები (ფოტო)