მაკალისტერი – „ევროპის სახალხო პარტიას“ მიაჩნია, რომ მთელი რეგიონის უსაფრთხოება როცა სასწორზე დევს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია

„ევროპის სახალხო პარტიას“ მიაჩნია, რომ მთელი რეგიონის უსაფრთხოება როცა სასწორზე დევს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი დევიდ მაკალისტერი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებას განიხილავს. „ევროპის სახალხო პარტიას“ მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება სასწორზე დევს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“, – წერს დევიდ მაკალისტერი.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან მიახლოების შესაძლებლობასთან, ამას სჭირდება პარტიების პასუხისმგებლობა, სამწუხაროდ, საპირისპირო ნაბიჯები დავინახე
შემდეგი სტატიასევეროდონეცკის დაახლოებით 80%-ს რუსები აკონტროლებენ, 6 ოკუპანტი ტყვედ ავიყვანეთ – გაიდაი