მაკა სოლოღაშვილი : კლინიკაში 2 ახალი პაციენტი ცნობილი კლასტერებიდანაა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 2 პაციენტი გადაიყვანეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკას დღეს სამი გამოჯნამრთელებული პაციენტი დატოვებს.მაკა სოლოღაშვილის თქმით, 2 პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“ბოქსირებულ სექტორში არის 53 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის – 42. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 10. ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ეს პაციენტები არ არიან აპარატდამოკიდებულები. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჩვენს კლინიკაში დადასტურებული დიაგნოზით 2 პაციენტი გადმოიყვანეს. ერთი ძველი შემთხვევაა და ერთი ბოლნისის კლასტერიდან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტებიდან 4 რჩება საყურადღებო. დღეს ორი საეჭვო სიმპტომების მქონე ბავშვი ერთვება კვლევაში, რომელიც ბოლნისის კლასტერიდან არის. ამის გარდა კიდევ 5 მოზრდილი ჩაერთვება კვლევაში, ცხელებაა მათ შემთხვევაში”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

კითხვაზე, როგორია დაავადების დინამიკა, მაკა სოლოღაშვილმა განმარტა, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მატება ძირითადად ჩაკეტილი კლასტერებიდანაა, თუმცა, მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენა მაინც მართებთ.

“გვაქვს ძირითადად ჩაკეტილი კლასტერები, უკვე ცნობილი კლასტერებიდანაა ახალი ფაქტები, ფაქტია, რომ უცხო ახალი კლასტერი არ გამოჩენილა და დიდი იმედი გვაქვს არც გამოჩნდება. ჩვენ მაქსიმალურად სიფრთხილე უნდა გააგრძელოთ და ყველა იმ მოწოდების დაცვა, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ამასთან, იზოლაცია სეზონურ გრიპებზეც აისახა და სხვა ინფექციურ დაავადებებზეც. იზოლაციამ დიდი საქმე გააკეთა არამხოლოდ კოვიდ-19-ის, არამედ სხვა ინფექციური დაავადებების კუთხითაც,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯიშკარიანი: გაგრის «დინამოდან» თბილისის და კიევის «დინამოში»