მაკა სოლოღაშვილი : ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა ოჯახის წევრს უკავშირდება

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მათ საავადმყოფოში ერთით გაიზარდა. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლღაშვილის განცხადებით, ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა ერთით. დღეს არის 22 დადასტურებული დიაგნოზი. ახალი პაციენტზე გადადების წყარო ცნობილია, გადაედო ოჯახის წევრისგან, თუმცა უფრო შორი წყაროს დადგენა მიმდინარეობს. ჯერჯერობით არ დგინდება. ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ოჯახის წევრიც ჩვენთან მკურნალობს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : 30 პაციენტის კონტაქტების კვლევა მიდის განსაკუთრებით ღრმა ჩაძიება და ალბათ ნელ-ნელა დადგინდება
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილი : თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფიცირებულთა ზრდა, აღჭურვილობა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გვეყოფა