მაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი პაციენტი მკურნალობს, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 67 კოვიდინგფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

როგორც მაკა სოლღაშვილმა აღნიშნა, მათ კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტია, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 84 პაციენტი. აქედან 67-ს დადასტურებული აქვს კოვიდ-19-ის დიაგნოზი. 67 პაციენტიდან 12 პირია 18 წლამდე. არც ერთი არასრულწლოვანი არ არის არც საყურადღებო და არც მძიმე. ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციაში. მართვით სუნთქვაზე არ არის. არის ჟანგბადდამოკიდებული და გადის ინტენსიური თერაპიით, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. 11 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. გამოჯანმრთელება გუშინ გვქონდა ერთი პაციენტის. ასაკობრივად მაღალი ჯგუფის რისკ პაციენტებში სამი პაციენტი გვყავს. პარასკევის შემდეგ ჩვენს კლინიკაში შვიდი ახალი პაციენტია. შვიდივე მათგანი ჩვენთან გადმოყვანილია და ყველა ცნობილი კლასტერია“, – განაცხადა მაკა სოლღაშვილმა.

banner
წინა სტატიაში4 მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 18,646 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 9,486
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოს ერთი ახალი პაციენტი დაემატა, რომლის ინფიცირების წყაროც ცნობილია