მაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა თეთრიწყაროს და ბოლნისის კლასტერიდანაა

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი ჰყავთ, რომლებიც თეთრიწყაროს და ბოლნისის ცნობილ კლასტერს მიეკუთვნება. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ახალი პაციენტები მათ გუშინ დაემატათ და ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, კლინიკის ბოქსირებულ ნაწილში წევს 63 პაციენტი. აქედან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 54 პაციენტს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და საყურადღებო მხოლოდ 6 მათგანის მდგომარეობაა.

გაიზარდა კლინიკაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულებს შეემატა 5 პაციენტი, რომელთაგან ერთი 6 წლის მოზარდია.

banner
წინა სტატიაშითეთრიწყაროში ბოლო ორ დღეში გამოკვლეული 38 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა