მაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში 68 კოვიდინფიცირებულიდან ცხრა პაციენტი საყურადღებოა

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში 84 პაციენტი მკურნალობს. მათგან კორონავირუსით ინფიცირებული 68 პაციენტია.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა განაცხდა, კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 84 პაციენტია. აქედან კოვიდინფექციაზე დადასტურებულია 68. გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება. ახალი პაციენტი არ მიგვიღია. რეანიმაციული პაციენტი გადავიდა პალატაში და განაგრძობს თერაპიულ მკურნალობას. ცხრა პაციენტია საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. სამედიცინო პერსონალი რჩება ჯერჯერობით, თუმცა წინა დღეებშიც გვქონდა გამოჯანმრთელება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე განცხადებით, ყვარლიდან გადმოყვანილი ექიმი, რომელსაც დამატებითი კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კარანტინში არის გადაყვანილი.

„ყვარლიდან ჩამოყვანილი სამედიცინო პერსონალი არის სწორედ ის შემთხვევა, როცა საჭირო გახდა დამატებითი ღრმა კვლევა, რადგან კლინიცისტების ჩარევით საჭირო იყო გადახედვა ხელახალი კვლევის. ქალბატონი გადაიყვანეს კარანტინში, დადასტურებული არ არის. არასრულწლოვნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაკა სოლღაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში 303 მოქალაქე გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე უახლოვდება სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს, რაც ძალიან კარგია