მაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში 4 ახალი პაციენტი თბილისიდან და თეთრიწყაროდანაა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, აცხადებს, რომ მათ კლინიკაში 4 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტია. მისივე განცხადებით, ახალი პაციენტებიდან 2 თეთრიწყაროდანაა გადოყვანილი, ორი კი, დედა-შვილი თბილისიდან, ცნობილი კლასტერიდან არიან.

„ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 69 პაციენტი. აქედან 59 კორონავირუსით ინფიცირებულები არიან, გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა, დაგვემატა 4 ახალი პაციენტი, გამოჯანმრთელებული პაციენტი არის 18-წლამდე ასაკის მოზარდი, კლინიკაში ამჟამად 18-წლამდე ასაკის 10 პაციენტი რჩება, 3 არის ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფიდან, ერთი პაციენტი მძიმე, 11 საყურადღებო. ახალი პაციენტების კლასტერი ცნობილია, ორი თეთრიწყაროდან გადმოიყვანეს, 2 თბილისიდან, ცნობილი კლასტერიდან” – ამბობს სოლოღაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგანაცხადა ეზუგბაია : კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებზე მეტია