მაკა სოლოღაშვილი: 3 ახალ პაციეტს კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო

დღეს კორონავირუსის 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, სამი პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, სამი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია.

“მათი ოჯახის წევრები უკვე მკურნალობენ აღნიშნული დიაგნოზით. სამი ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა”, – აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის კრიტიკული პაციენტი არ არის, მხოლოდ ერთია საყურადღებო.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონის მდგომარეობა დამძიმდა
შემდეგი სტატიაბელარუსსა და ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნებამდე დროებითი თავშესაფარი მისცეს