მაკა ჩიჩუამ „პორტიჯის“ ასოციაციის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საქართველოს პორტიჯის ასოციაციის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

მაკა ჩიჩუამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ადრეული განათლება სულ უფრო აქტუალური თემა ხდება.

„ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. ვულოცავ პორტიჯის ასოციაციას და მის დამფუძნებლებს 10 წლის იუბილეს. ძალიან მიხარია, რომ ადრეული განათლება სულ უფრო აქტუალური თემა ხდება და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის რასაც ამ სფეროში დღეს მივაღწიეთ, იმ ადამიანების შრომის შედეგია, ვინც ათ წელზე მეტია ამ სერვისის განვითარებას უწყობს ხელს.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ნინო ცინცაძეს და მინდა მადლობა ვუთხრა მას გაწეული შრომისთვის. „პორტიჯის“ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ახლა როდესაც ამდენი ადამიანია ჩართული ადრეული განვითარებისა და ინკლუზიური განათლების საკითხებში, კიდევ უფრო წინ წავალთ და მეტ წარმატებას მივაღწევთ“, -აღნიშნა მაკა ჩიჩუამ

„პორტიჯი“ ადრეული განვითარების პროგრამაა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ნაზღაიძის მილიონის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადღეს 23:30-00:30 საათზე მეტეხის გვირაბი გადაიკეტება – თბილისის მერიის განცხადება