კვირას, არასამუშაო დღეს მაკა ბოჭორიშვილმა უწყების თანამშრომლებს გათავისუფლების ბრძანებები გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საგარეო სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მეგი ბენია ავრცელებს, რომელმაც უწყება რამდენიმე კვირის წინ დატოვა.
უსაფრთხოების პოლიტიკის და ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უკვე ყოფილი თანამშრომელი არ აკონკრეტებს, რამდენი ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან მაკა ბოჭორიშვილმა.
“და ეს მომენტიც დადგა! საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ექსკლუზიურად და საგანგებოდ, არასამუშაო დღეს, კვირას, მიუვიდათ გათავისუფლების შესახებ ბრძანებები! ინსტიტუციური გათავისუფლების მოშლა ოფიციალურად დაკანონებულია!
სურვილის შემთხვევაში, დეტალებზე თავად ისაუბრებენ, თუმცა ამ პოსტიტთმე მინდა, პერსონალური მადლობა გადავუხადო რამდენიმე ადამიანს.
მეგობრებო, დიდი მადლობა საქართველოს ნატო-ში გაწევრიენაბის გზაზე და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამტკიცების საკითხში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.
მადლობა ყველა დიპლომატს, რომლებიც დაუღალავ ემსახურნენ ამ ქვეყანას! ყველას ვერ მოგთაგავთ, რადგან შეიძლება, ვინმე გამომრჩეს.
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!”, – წერს მეგი ბენია სოციალურ ქსელში.