17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ”. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება ვაშინგტონში იმართება და მასში მონაწილეობს 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.

„აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში გამართული მინისტერიალი მიზნად ისახავს პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე მსჯელობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისოფიო ხორგუანი: ე.წ. საბოტაჟის საქმის მთავარი მიზანი მოქალაქეების დაშინებაა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო