მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური სექციის წარმომადგენლებს, აარონ რუპერტს და ემმა სტრაუსს შეხვდა.

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებით, კერძოდ 3 მარტს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადით ასევე, ევროკომისიის მიერ ქართული მხარისთვის გადმოცემული კითხვარის შევსების მიმდინარეობით, ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმებითა და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესდნენ.

მაკა ბოჭორიშვილმა პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას ამ პროცესში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მათ შორის, ევროპელ პარტნიორებთან საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერის კუთხით.

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი და ამ პროცესში აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის შეხვდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საზღვარგარეთ ესაჭიროება – დენისოვა