25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი: როგორც ამერიკული, ისე ქართული მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაგრძელება

მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ირაკლი კობახიძესა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სონატა კოლტერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თვის ბოლოს (შტატებიდან) კიდევ ელოდებიან დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.

როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, როგორც ამერიკული, ისე ქართული მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაგრძელება.

,,აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა. განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე. თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. ერთი რამ არის ნიშანდობლივი, რომ ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირველი პირისპირ შეხვედრა გამართა ირანის ახალ სულიერ ლიდერთან
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე: დიპლომის მოპარვასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო