8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი: ორგანიზება გაუკეთდება სპეციალურ რეისებს, რომლებიც განხორციელდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ცა არის ღია

“ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან რეგიონში, ექმნებათ შეფერხებები მგზავრობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზება გაუკეთოს სპეციალურ რეისებს, რომლებიც განხორციელდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ცა არის ღია.

„დღეს ომანიდან განხორციელდება ერთი რეისი საქართველოს მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებს საქართველოს 170-მდე მოქალაქე, რომელთაც აქვთ სურვილი სამშობლოში დაბრუნების. ეს არის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მათი გადაწყვეტილების და სურვილის შემთხვევაში, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი ოპოზიციაზე: ფაქტობრივად, მათი სახით გვყავს ლოკალური ომის პარტია
შემდეგი სტატია“ირანს მოლაპარაკებები სურს – უკვე გვიანია” – დონალდ ტრამპი