6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი: ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი

ჩვენ დავკარგეთ მამა, მაგრამ მისი ლოცვები, მოძღვრება და საქართველოს სიყვარული დარჩება მარადისობად, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ბოჭორიშვილი წერს, ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ერის სულიერი საყრდენი.

„დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო.

ჩვენ დავკარგეთ მამა, მაგრამ მისი ლოცვები, მოძღვრება და საქართველოს სიყვარული დარჩება მარადისობად.

მშვიდობით განისვენოს მისმა სულმა. დაე, მისმა მემკვიდრეობამ გვიწინამძღვროს მომავალში“, – წერს ბოჭორიშვილი.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილის ადვოკატი: ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ არაერთი განცხადებით, სასამართლოზე აგრძელებს წნეხს
შემდეგი სტატიაგერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი: ირანის ომს მსოფლიო მასშტაბით ესკალაციის რეალური პოტენციალი აქვს