19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივთან.  ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით,  შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

„ყურადღება გამახვილდა ყურის ქვეყნებთან საქართველოს მზარდ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა GCC-ის გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: 4 ოქტომბრის ჭრილში ახალი გეგმის შეთავაზებას არ ვაპირებთ — ჯერ გაიაზრონ, რა მოხდა
შემდეგი სტატიაძლიერი წყალდიდობა ტაილანდის დედაქალაქში