25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთში ვიზიტზე: ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო არენაზე კოორდინაციას განვიხილავთ

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, –  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას.
„ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება ეკონომიკური კომისიის შეხვედრა, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ყირგიზეთთან თანამშრომლობა საკმაოდ დინამიურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ კომისიის ფარგლებში იყოს განხილული ის საკითხები, რაც დგას ორ ქვეყანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგში.  შედგება ასევე ჩემი შეხვედრა კოლეგასთან. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ყირგიზეთთან თანამშრომლობა. ამ კონტექსტში, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი. ეს ვიზიტი იძლევა  კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ სწორედ  საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში”, –  განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
banner
წინა სტატიაშიმარკუს ლამერტი საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ევროკომისიაში შეხვედრის დეტალებს განმარტავს
შემდეგი სტატიათბილისიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება