მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირის შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების და სამართალდამცავ სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკასა და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საკითხებზე. კმაყოფილებით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიEPP-მ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა