მაკა ბოჭორიშვილი – იმედი მაქვს რობერტა მეცოლას პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

სტრასბურგში გამართულ ზამთრის პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტმა პრეზიდენტად, 458 ხმით, მალტელი პოლიტიკოსი, რობერტა მეცოლა აირჩია.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი რობერტა მეცოლას ულოცავს ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„იმედი მაქვს, ქალბატონი რობერტა მეცოლას პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ ევროპარლამენტის ახლადარჩეულ პრეზიდენტს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი ნატოს წევრებსა და რუსეთს ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეხვედრაზე იწვევს
შემდეგი სტატიავოლსკი – საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ სტრუქტურაში გაერთიანება გიორგი გახარიას პრინციპული პოზიცია იყო