15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 მაისს მაკა ბოჭორიშვილი კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

უწყების ცნობით, ბოჭორიშვილი მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით იმართება. მინისტერიალის დასრულების შემდგომ, მოლდოვის რესპუბლიკა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადასცემს მონაკოს, რომელიც კომიტეტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის გაკეთილშობილება შეუძლებელია, ის უნდა დაამარცხო უპირატესობით
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალები: ბოლო 24 საათში სამხრეთ ლიბანში 65-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით