ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებები პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება და საზოგადოების ფრაგმენტაციის მიზანს ემსახურება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, ერთი მხრივ, ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციასთან დაკავშირებით გამოხატავენ წუხილს, მეორე მხრივ, კი ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაყონ, ერთმანეთთან დააპირისპირონ და ჩვენი საზოგადოების ფრაგმენტაციისთვის გამოიყენონ ის პოლიტიკური ინსტრუმენტები, რაც ხელში აქვთ. ასეთი განცხადებების გაკეთება მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და არანაირად არ შედის არც ევროპის და არც საქართველოს ინტერესებში,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
















