30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის დიასპორასთან ურთიერთობები პრიორიტეტულია, გვაქვს ახალი პროექტები, რომლებიც ფოკუსირებულია სამშობლოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, უწყება დიასპორასთან მუდმივი კომუნიკაციისა და კავშირის შენარჩუნებას გეგმავს.

„დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ცოტა ხნის წინ აღვნიშნეთ დიასპორის დღე და გავაკეთეთ ახალი პროექტების პრეზენტაცია, შევთავაზეთ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროექტები, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული იქნება სწორედ ქართული ენის სწავლების, დიასპორის სამშობლოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე და, რა თქმა უნდა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე დიასპორაში, რომელიც მართლაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის. სწორედ ეს არის ძალიან ხშირად მაკავშირებელი ჩვენს ეროვნებასთან, კულტურასა და სულიერებასთან. მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები, მათთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ სამშობლოსთან რაღაც კავშირი, რაც ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ორი ირანული დრონი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაიტალიაში დააკავეს ქართველი კაცი, რომელმაც სახლიდან 30 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარა