6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი: ბრიტანეთის ელჩს ვთხოვეთ მტკიცებულება, რაც გაამართლებდა “იმედისა” და “პოსტივის” დასანქცირებას

„დიდი ბრიტანეთის ელჩს ვთხოვეთ, წარმოედგინა საფუძვლები, რას ეფუძნებოდა ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან „პოსტივის“, ან ტელეკომპანია „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში. ბუნებრივია, დასანქცირების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას. ელჩს მოვთხოვეთ, რას ეფუძნება შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით. მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს. არაფერი კონკრეტული არ ყოფილა წარმოდგენილი.

მოვისმინე მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია, რას ეფუძნება შეფასებები, თითქოს რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას, ან რამენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ბრალდებები და შეფასებები, რომლებსაც ჩვენ არ გავიზიარებთ. ამას სჭირდება მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, წარმოადგენენ რამეს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ მათ გადაწყვეტილებას რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდა. თუმცა, რომ გითხრათ, ამის მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა
შემდეგი სტატია“საქართველო შეიძლება საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში მოექცეს”- თაზო დათუნაშვილი