27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა.

პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფანზე” და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.

„ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას.

ორივე მხრიდან დაფიქსირდა მტკიცე მზაობა გაგრძელდეს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით”, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: გამოძიებამ ქართული კრიპტოკომპანიების დასანქცირება დამალა, რუსეთს ხელი დააფარეს
შემდეგი სტატიაReuters: კაია კალასი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, საქართველოდან და მოლდოვადან კი ჯარების გაყვანას ითხოვს