8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი: არ არის არაფერი განსაკუთრებული, თუკი ესტონური მხარე არ აძლევს რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესტონეთის გადაწყვეტილებას ელჩის საქართველოდან სომხეთში გადაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“ეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის, საგარეო უწყების პრეროგატივაა, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაიყვანონ ელჩები ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე და შესაბამისად, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

„ჩვენც გვაქვს გარკვეული საჭიროებები, ხშირ შემთხვევაში ხდება დიპლომატების ცვლილება. ზოგან საელჩოები ხშირად ელჩის გარეშე ფუნქციონირებს, ამაშიც არ არის არაფერი განსაკუთრებული, თუკი ამას თავად ესტონური მხარე არ აძლევს რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას”,_  განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.

banner
წინა სტატიაში“ჩინეთს შეუძლია პუტინს დაურეკოს და ომი ხვალვე დაასრულოს”- ნატო-ში აშშ-ის ელჩი
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: აშშ და ევროპა ერთმანეთს ვეკუთვნით